დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა, პროექტის სრულყოფილი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ როგორ შევქმნათ სასწავლო პროექტი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დამეხმარება შევქმნა სხვადასხვა სახის პროექტი და განვახორციელო რეალურად. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
воскресенье, 13 апреля 2014 г.
суббота, 12 апреля 2014 г.
მერვე დღე
ვიმუშავეთ მე-6 და მე -7 მოდულზე - დიფერენცირებული სწავლების თვითშეფასების ფორმის შექმნა და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევქმენით თვითშეფასების ფორმა დიფერენცირებისას და მოვამზადეთ მასალა-ნიმუში მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, როგორ ვასწავლოთ მათ თვითრეგულაცია. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ისტ ტექნოლოგია როგორც ფასილიტატორი, (შევქმენი 3კაციანი ჯგუფები ჩემი კლასის მოსწავლეთა სიით).
воскресенье, 6 апреля 2014 г.
მეშვიდე დღე
გავიარეთ მე-5 მოდული - შეფასების ფორმები, ვიმუშავეთ წყვილებში და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და პუბლიკაციები ,,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის". გამოვიყენეთ აქტივობა-დაწყვილდი, გაუზიარე. ვისწავლეთ შეფასების ფორმების გამოყენება, კონკრეტული მაგალითების დახმარებით. შევარჩიეთ და შევიმუშავეთ შეფასების ფორმა საკუთარი პროექტებისთვის. მიღებული ცოდნა დამეხმარება ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოვიყენო შეფასების სხვადასხვა ფორმა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფების შეფასებისას.
суббота, 5 апреля 2014 г.
მეექვსე დღე
განვიხილეთ მე-4 მოდული -,,სასწავლო ნიმუშების შექმნა". ვნახეთ ბლოგზე პრეზენტაციებისა და პუბლიკაციების ნიმუშები, რაც დამეხმარა შემექმნა ჩემი პროექტის თემაზე პრეზენტაცია -სავარაუდო ნიმუში. დავუბრუნდით ,,დროში გაწერილ შეფასების გეგმას", დავამატე აქტივობები და ასევე ჩამოვაყალიბე პროექტის სასწ. პროცედურები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)