воскресенье, 13 апреля 2014 г.

მეცხრე დღე

დავასრულეთ პროექტებზე მუშაობა, პროექტის სრულყოფილი პორტფოლიო ავტვირთეთ   ბლოგზე. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ  როგორ შევქმნათ სასწავლო პროექტი  ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დამეხმარება შევქმნა სხვადასხვა სახის პროექტი და განვახორციელო რეალურად.  დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

суббота, 12 апреля 2014 г.

მერვე დღე

ვიმუშავეთ მე-6 და მე -7 მოდულზე - დიფერენცირებული სწავლების თვითშეფასების ფორმის შექმნა და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  შევქმენით თვითშეფასების ფორმა დიფერენცირებისას და  მოვამზადეთ მასალა-ნიმუში მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით, როგორ ვასწავლოთ მათ თვითრეგულაცია. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ისტ ტექნოლოგია როგორც ფასილიტატორი, (შევქმენი 3კაციანი  ჯგუფები ჩემი კლასის მოსწავლეთა სიით).

воскресенье, 6 апреля 2014 г.

მეშვიდე დღე

გავიარეთ მე-5 მოდული - შეფასების ფორმები, ვიმუშავეთ წყვილებში და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და პუბლიკაციები ,,მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის". გამოვიყენეთ აქტივობა-დაწყვილდი, გაუზიარე.  ვისწავლეთ შეფასების ფორმების გამოყენება, კონკრეტული მაგალითების დახმარებით. შევარჩიეთ და შევიმუშავეთ შეფასების ფორმა საკუთარი პროექტებისთვის. მიღებული ცოდნა დამეხმარება ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოვიყენო შეფასების სხვადასხვა ფორმა, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფების შეფასებისას.

суббота, 5 апреля 2014 г.

მეექვსე დღე

განვიხილეთ მე-4 მოდული -,,სასწავლო ნიმუშების შექმნა". ვნახეთ ბლოგზე პრეზენტაციებისა და პუბლიკაციების ნიმუშები, რაც დამეხმარა შემექმნა ჩემი პროექტის თემაზე პრეზენტაცია -სავარაუდო ნიმუში. დავუბრუნდით ,,დროში გაწერილ შეფასების გეგმას", დავამატე აქტივობები და ასევე ჩამოვაყალიბე პროექტის სასწ. პროცედურები. 

воскресенье, 30 марта 2014 г.

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოდულზე, რომელიც დამეხმარება გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები ეფექტურად. ვიმუშავეთ ჯგუფებში,რამაც გვაჩვენა პროექტული სწავლების პროცესში რა როლი აქვს ჯგუფურ მუშაობას. ჩამოვაყალიბეთ  ის აქტივობები,რაც დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში (მოსწავლეებში). გავეცანით საძიებო სისტემებს, ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება, ჩვენთვის სასურველი ზუსტი ინფორმაციის მოპოვების წესი და სასურველი საიტის დამახსოვრება "ბუკმარკის" საშუალებით. ჩვენს ბლოგზე დავდეთ  პუბლიკაცია და საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა (გამოყენებული ლიტ.-ის მარტივი შაბლონით).

суббота, 29 марта 2014 г.

მეოთხე დღე

ვიმუშავეთ მეორე მოდულის მეოთხე აქტივობაზე-შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ:  შეფასების ფორმები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიები, ასევე დროში გაწერილი შეფასების გაგმა. ეს მოდული დამეხმარება ეფექტურად დავგეგმო და გამოვიყენო შეფასების ფორმები  პროექტის განხორციელების დროს და ჩვეულებრივ  საგაკვეთილო პროცესში.