დღეს ვიმუშავეთ მოდულზე, რომელიც დამეხმარება გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები ეფექტურად. ვიმუშავეთ ჯგუფებში,რამაც გვაჩვენა პროექტული სწავლების პროცესში რა როლი აქვს ჯგუფურ მუშაობას. ჩამოვაყალიბეთ ის აქტივობები,რაც დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში (მოსწავლეებში). გავეცანით საძიებო სისტემებს, ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება, ჩვენთვის სასურველი ზუსტი ინფორმაციის მოპოვების წესი და სასურველი საიტის დამახსოვრება "ბუკმარკის" საშუალებით. ჩვენს ბლოგზე დავდეთ პუბლიკაცია და საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა (გამოყენებული ლიტ.-ის მარტივი შაბლონით).
Комментариев нет:
Отправить комментарий