воскресенье, 30 марта 2014 г.

მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოდულზე, რომელიც დამეხმარება გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები ეფექტურად. ვიმუშავეთ ჯგუფებში,რამაც გვაჩვენა პროექტული სწავლების პროცესში რა როლი აქვს ჯგუფურ მუშაობას. ჩამოვაყალიბეთ  ის აქტივობები,რაც დაგვეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში (მოსწავლეებში). გავეცანით საძიებო სისტემებს, ვისწავლეთ ინტერნეტ რესურსების მოძიება, ჩვენთვის სასურველი ზუსტი ინფორმაციის მოპოვების წესი და სასურველი საიტის დამახსოვრება "ბუკმარკის" საშუალებით. ჩვენს ბლოგზე დავდეთ  პუბლიკაცია და საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა (გამოყენებული ლიტ.-ის მარტივი შაბლონით).

суббота, 29 марта 2014 г.

მეოთხე დღე

ვიმუშავეთ მეორე მოდულის მეოთხე აქტივობაზე-შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. განვიხილეთ:  შეფასების ფორმები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების გამოყენების სტრატეგიები, ასევე დროში გაწერილი შეფასების გაგმა. ეს მოდული დამეხმარება ეფექტურად დავგეგმო და გამოვიყენო შეფასების ფორმები  პროექტის განხორციელების დროს და ჩვეულებრივ  საგაკვეთილო პროცესში.

суббота, 15 марта 2014 г.

მეორე დღე

ვიმუშავეთპროექტის შესახებ ინფორმაციის დაანონსებაზე, ანუ რა სახით გავაცნოთ ჩვენთვის სასურველ ადამიანთა ჯგუფს ჩვენი პროექტის შინაარსის , მიზნების თუ შედეგების შესახებ. საინტერესო იყო გაზეთის , როგორც პროექტის ანონსის შექმნაზე მუშაობა.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. დრევანდელ სემინარზე მიღებული ინფორმაცია დამეხმარება მომავალში საინტერესო და შემოქმედებითი პროექტების დაანონსებასა და შექმნაზე მუშაობაში